Twitter-ში მასკის რეფორმები ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას – ევროკომისიის კვლევა

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) უსაფრთხოების პოლიტიკაში შეტანილმა ცვლილებამ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ამის შესახებ არაკომერციული ანალიტიკური ჯგუფის – Reset-ის ერთწლიან კვლევაშია ნათქვამი.

„წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშების წვდომა და გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წლის პირველ ნახევარში, ნაწილობრივ Twitter-ის უსაფრთხოების სტანდარტების მოხსნის გამო“, – ნათქვამია კვლევაში.

მასკის მიერ Twitter-ზე კონტროლის დამყარებამდე, ქსელი ატარებდა კრემლთან დაკავშირებული ანგარიშების მარკირებისა და შემცირების პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილიყო გამჭვირვალობა და მინიმუმამდე დაეყვანა პროპაგანდა.

თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში მასკის რეფორმების დროს ამ პოლიტიკაზე უარი თქვეს.

აგვისტოში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა ასევე განაცხადა, რომ მასკის რეფორმებმა გამოიწვია Twitter-ში კრემლის ანგარიშების მკვეთრი ზრდა.

BBC წერს, რომ ევროპამ დეზინფორმაციის მიმართ გაცილებით მკაცრი პოზიცია დაიკავა, ვიდრე აშშ-მა. ციფრული სერვისების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში გასულ თვეს შევიდა, მოითხოვს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, აქტიურად შეებრძოლონ ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, საარჩევნო პროცესებს, ადამიანების დევნას და სხვა უკანონო კონტენტს.

ევროკავშირის კვლევამ დაადგინა, რომ ამ წესებს ეწინააღმდეგება X-ის არ პოლიტიკა, რომელიც უარს ამბობს დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები