ინდოეთში მეხის დაცემას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, ოდიშას შტატში მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
ამის შესახებ The Times of India წერს.
აღნიშნულია, რომ შემთხვევა 2 სექტემბერს მოხდა.
ინდოეთის მეტეოროლოგიურ დეპარტამენტში მანამდე განაცხადეს, რომ ორი დღის განმავლობაში ბენგალის ყურეში ციკლონების გამო ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 907 ადამიანი დაიღუპა.