ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან  (25-38 წლის მამაკაცები).  ასევე, დაშავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ტრაილერის მძღოლია. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი (ქობულეთი-ჩაქვი) ამ დროისთვის გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები