შსს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1947 წელს დაბადებული ტარიელ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან ორი გასროლით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1963 წელს დაბადებულ გიორგი ო-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).