დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით ქვეყნის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს მიმართა.

წერილში უოლესმა მაღალი შეფასება მისცა სამხედრო და სადაზვერვო ძალებს, რომლებთანაც 2016 წლიდან მუშაობდა.

მან ასევე შეაქო მთავრობის რეაქცია უკრაინის ომთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა რიში სუნაკს, ჯერ სამხედრო კანცლერის და შემდეგ, პრემიერმინისტრის რანგში, შეიარაღებულ ძალებში ჩადებული ინვესტიციისთვის.

”თავდაცვის დეპარტამენტი დაბრუნდა გზაზე, რომ კვლავ იყოს მსოფლიო დონის ადამიანებთან ერთად”, – აღნიშნა უოლესმა.

ყოფილმა მინისტრმა პრემიერს მადლობა გადაუხადა “მხარდაჭერისა” და “მეგობრობისთვის” და დასძინა, რომ მთავრობას მისი მუდმივი მხარდაჭერა ექნება.

საპასუხო წერილში რიში სუნაკმა დაწერა, რომ უოლესი “გამორჩეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას”. მან მაღალი შეფასება მისცა მის “სტრატეგიულ წინდახედულობას და სიცხადეს”.

მანვე შეაქო უოლესი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის.

“ერთგულება და უნარი, რომლითაც თქვენ შეასრულეთ თქვენი მოვალეობები, როგორც თავდაცვის მდივანმა, ტიპური იყო თქვენი რწმენისთვის საჯარო სამსახურისადმი. თქვენ ტოვებთ თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს მომავლისთვის კარგად მომზადებულს“, – აღნიშნა მან.

დასასრულს სუნაკმა თქვა, რომ ესმის მისი გადაწყვეტილება, დატოვოს მინისტრის პოსტი რვაწლიანი მუშაობის შემდეგ და თქვა: „თქვენ ტოვებთ თანამდებობას ჩემი მადლიერებითა და პატივისცემით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები