უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტის რაიმე სახის გაყინვაზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ახლა იარაღის დიპლომატიის დროა და არა – ცეცხლის შეწყვეტის დიპლომატიის.
ამის შესახებ მინისტრმა პარიზში, საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
„ყრუები არ ვართ და გვესმის ხმები პუტინთან შეთანხმების აუცილებლობაზე. რაზე შეიძლება, შეთანხმდე ადამიანთან, რომელიც ბავშვებს რაკეტებით კლავს, ატყუებს მსოფლიო ლიდერებს და ანადგურებს საკუთარ თანამემამულეებსაც კი, რომლებსაც თითქოს გარანტიები მისცა?“, – თქვა კულებამ.
როგორც კულებამ აღნიშნა, „ახლა არის იარაღის დიპლომატიის დროა და არა – ცეცხლის შეწყვეტის დიპლომატიის“.
”ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ახალ გადაწყვეტილებებზე, ახალ თავდაცვით ნაბიჯებზე, რომლებიც დამატებით ძალას აძლევს ჩვენს მეომრებს. და მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთს, ომის დროს მიღებული მრავალი კრიტიკული გადაწყვეტილებისთვის: ტანკები, “კეისრები”, “სკალპები”, “კროტალები” და ბევრი რამ სხვა. ამას ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებთ“, – დასძინა მინისტრმა.
მისი თქმით, გაყინული კონფლიქტი მშვიდობას არ მოიტანს, ის მხოლოდ უფრო საშინელ ომს მოიტანს.
“გაყინული კონფლიქტი არ გადაარჩენს სიცოცხლეს – ის კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს მიიღებს. სანამ უკრაინელი ხალხი მზად არის საბრძოლველად, მოემზადეთ მათ გვერდიგვერდ დგომისთვის”, – თქვა უკრაინელმა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის რეალური დასრულების ერთადერთი გზა პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულაა.
“მიზანი არის უკრაინის გამარჯვება, სამართლიანი სამყაროს აღდგენა და, შესაბამისად, წესრიგი და სტაბილურობა ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ სკეპტიკოსების ხმებმა ჩაახშოს მიზნის ხმა. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ბოროტებაზე. იმიტომ, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში არ შეიძლება, იყოს ფრე, შეიძლება მხოლოდ დამარცხება. ბოროტებასთან კომპრომისით ჩვენ ვკარგავთ მთავარს – საკუთარ თავს”, – ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.