უკრაინის ტერიტორიის ღამის იერიშის დროს საჰაერო თავდაცვამ 28-ვე ფრთოსანი რაკეტა და 16 დრონიდან 15-ის ჩამოგდება შეძლო.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
შეიარაღებული ძალების ცნობით, კასპიის ზღვის მხრიდან ტუ-95 თერთმეტი თვითმფრინავებიდან საჰაერო ბაზირების 28 Х-101/Х-555/Х-55 რაკეტა იყო გაშვებული.
16 “შაჰედი” იყო გაშვებული პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან.
ზალუჟნის თქმით, დრონები და ფრთოსანი რაკეტები განადგურდა კიევის, ჩერკასკის, ოდესისა და მიკოლაევის რეგიონების ცაზე.