მედია: გაბონში სამხედრო გადატრიალებაა – სამხედროები არჩევნების შედეგები გააუქმეს (ფოტო, ვიდეო)

გაბონში სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების და ხელისუფლების დაშლის შესახებ გამოაცხადეს.

ამის შესახებ AFP და Reuters წერენ.

„გაბონის ჯარისკაცები ტელევიზიით აცხადებენ არჩევნების გაუქმებისა და ინსტიტუტების დაშლის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩაკეტილია საზღვრები “შემდგომ შეტყობინებამდე”.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ბოლო მოუღონ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს.

ქვეყნის დედაქალაქ ლიბრევილში სროლის ხმა ისმის.

დღეს გახდა ცნობილი, რომ 64 წლის მოქმედი პრეზიდენტი, ალი ბონგო ონდიმბა ქვეყნის მეთაურად ხელახლად არის არჩეული, მან ხმების 64,2 პროცენტი მოიპოვა.

პირველად ის პრეზიდენტად 2009 წელს მამის, ომარ ბონგო ონდიმბას გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს, რომელიც გაბონის პრეზიდენტად 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო.

ქვეყანაში შეჩერებულია ფრანგული რადიოსადგურის RFI (Radio France Internationale) და ტელეკომპანია France 24-ის მაუწყებლობა.

დაწესებულია ე.წ. კომენდანტის საათი და დაბლოკილია ინტერნეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები