თბილისის მერის კახი კალაძის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ქალაქის ზოგიერთ რაიონში პრობლემები შექმნა. მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდა გლდანის რაიონი, ასევე სხვადასხვა ქუჩა.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვის დროს თქვა.
კალაძის თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად წაქცეულია ხეები, დაიტბორა კონკრეტული სივრცეები.
მისი თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილებზე არიან გასული და ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ვერეს ხეობის დატბორვის შესახებ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ “ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა იყო შეუძლებელი – სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ, დაუზუსტებელ ინფორმაციას”.
დედაქალაქის მერმა თქვა, რომ მოგვიანებით ბრიფინგს გამართავს, რომლის დროს მოსახლეობას კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის, ასევე იმას, თუ სამუშაოები გატარდა ამ დროისთვის.