“რუსეთის ყველაზე ღარიბი რეგიონების მაცხოვრებლებს ომში დიდი ფულის სანაცვლოდ იტყუებენ” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთში ყველაზე ღარიბი რეგიონების მაცხოვრებლებს უკრაინაში საბრძოლველად მაღალი ხელფასის დაპირების სანაცვლოდ იტყუებენ, თუმცა, ეს ზომებიც კი არ უწყობს ხელს მოხალისეთა სასურველი რაოდენობის დაქირავებას.

ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც დაზვერვაში გაიხსენეს,  2022 წლის 4 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლეიტენანტი თვეში 81,2 ათას რუბლს იღებს. 2022 წლის ოქტომბერში მან თქვა, რომ მობილიზებული რიგითებიც კი, თვეში 195 000 რუბლს მიიღებენ.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში მებრძოლი უმცროსი ოფიცრები თვეში 200 000 რუბლზე მეტს იღებენ, რაც 2,7-ჯერ აღემატება რუსეთში არსებულ საშუალო ხელფასს.

ამავდროულად, ეს ხელფასები და დამატებითი გადასახადები პოტენციური კონტრაქტორებისთვის ძლიერ სტიმულს წარმოადგენს, განსაკუთრებით – რუსეთის ღარიბ რეგიონებში.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი კონტრაქტორთა აყვანის მიზნებს შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები