თეა წულუკიანი: ვულოცავ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს; ქართულმა კალათბურთმა საკმაოდ გრძელი გზა განვლო სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით

„პირველი მატჩი გამარჯვებით დასრულდა. იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო და ყველას ერთად გვეზეიმა ეს გამარჯვება იაპონიაში, საქართველოში, თუ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ნაკრების გულშემატკივრები ეკრანთან ისხდნენ და ელოდებოდნენ მატჩის დასასრულ, ამისათვის ქართულმა კალათბურთმა თანამედროვეობის ბოლო წლებში საკმაოდ გრძელი გზა განვლო სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ამიტომაც, პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, ვინც დიდი შრომა გასწია დღევანდელი გამარჯვებისთვის. სიმბოლურიც არის, რომ პირველი მატჩი იყოს გამარჯვების მატჩი, რომელიც გზას გაუხსნის მომდევნო გამარჯვებებს. ჩვენ ვრჩებით აქ, რომ იაპონიაში ვუგულშემატკივროთ ჩვენს შესანიშნავ სპორტსმენებს და საქართველოს აქედან მივულოცოთ მომავალი წარმატებები და იმედი მაქვს, დიდი გამარჯვებებიც“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები