ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი, ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა და საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე აღნიშნულ დისციპლინაში.

ტურნირი გერმანიაში, ქალაქი დუისბურგში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები