ნიკოლოზ სამხარაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში სემინარი ჩაატარა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა – ნიკოლოზ სამხარაძემ, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტოკიოს გეო-ეკონომიკის ინსტიტუტში შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა.

პარლამენტის ინფორმაციით, იაპონიის ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო – კვლევით ორგანიზაციაში გამართულ სემინარზე, მან შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზები მიმოიხილა.

„სემინარზე ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე და საქართველოს სამშვიდობო როლზე ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ნატოსა და ევროკავშირის ჩართულობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მოხსენების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. სემინარში მონაწილეობდნენ იაპონელი პროფესორები, მკვლევრები და ჟურნალისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები