სახალხო დამცველი ახალქალაქში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული გამოწვევების გაცნობის მიზნით ახალქალაქში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა და მისგან გამოწვეული ახალგაზრდების მიგრაცია, გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა.