COMCOM: 2023 წლის II კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 22.4%-ით გაიზარდა
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.9% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 5.1%-ით შემცირდა, ხოლო პროდუქტის განთავსების – 3.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18.9%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90.6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9.3%-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.