დავით ჩიხელიძე: ოპონენტთა ქცევა მაფიქრებინებს, რომ ჩემ მიერ გაჟღებული ინფორმაციით დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია

ჩემს მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგს ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელი, მაგრამ არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა, მათ ჩემ მიერ გაკეთებულ, კანონიერ მოწოდებას და აუდიტის სამსახურისადმი მიმართვას, მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ფინანსების შემოწმება დასავლური დაფინანსების დისკრედიტაცია უწოდეს, – ამის შესახებ „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურისთვის მიმართვაზე ოპონენტების რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ტყუილის მხილება დაიწყო.

ჩიხელიძის განმარტებით, მისი მოთხოვნა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის ზრდას და არა – მათი დაფინანსების შეზღუდვას.

“ჩემ მიერ, გუშინ გამართულ ბრიფინგს, ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელი, მაგრამ არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა, მათ ჩემს მიერ გაკეთებულ, კანონიერ მოწოდებას და აუდიტის სამსახურისადმი მიმართვას, მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ფინანსების შემოწმება დასავლური დაფინანსების დისკრედიტაცია უწოდეს, მათი(ოპონენტების) ზღვარგადასული პანიკა და შფოთი ზუსტი ინდიკატორია, რომ საქმე უკანონობასთან გვაქვს! სამწუხაროდ ამ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ, უფრო მეტიც სიმართლის დანახვა არ სურთ, ბრიფინგის დროს, ერთ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ჩემი მოთხოვნა, ერთგვარად ხომ არ ნიშნავდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ერთგვარ შეზღუდვას, რაზეც ხაზგასმით ვუპასუხე, რომ დაფინანსების შეზღუდვას არ მოვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობის ზრდა და მისი მიზნობრივი გახარჯვა. აქედან კარგად ჩანს, რომ ჩემი მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დისკრედიტაცია არ ხდება.

ზოგადად ცხოვრების პრინციპია, როდესაც შენ სუფთა ხარ კითხვის ნიშნების არ გეშინია და პანიკა არ გიპყრობს, ჩვენ კი საპირისპირო სურათი მივიღეთ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ოპონენტთა ქცევა მაფიქრებინებს, რომ ჩემს მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია!”, – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები