ზურაბ აზარაშვილი: ბარიატრიული ოპერაცია მძიმე ქირურგიული ჩარევაა, ამიტომ, მკაცრად განვსაზღვრეთ ის წესი, რა კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გაკეთდება ეს ოპერაცია

“ბარიატრიული ოპერაცია საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს და ამიტომ მკაცრად განვსაზღვრეთ ის წესი, რა პირობის და კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გაკეთდება ეს ოპერაცია“, – ამის  შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს თუ აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება.

„მოგეხსენებათ, ხშირად გვესმის, რომ ბარიატრიული ოპერაციები ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანს უკეთდება და შესაბამისი წესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების მიხედვით დავნერგეთ. პაციენტს თუ აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს და ამიტომ მკაცრად განვსაზღვრეთ ის წესი, რა პირობის და კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გაკეთდება ეს ოპერაცია“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები