თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
თურქეთის პროვინცია იოზგათში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულოში, ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, ის სორგუნის რაიონში მოხდა.
ამ დროისთვის ცნობილია 12 დაღუპულის და 19 დაშავებულის შესახებ.
დაწყებულია გამოძიება.