გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აგვისტოს 03:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტოს სოფლებში: საგურამო, ზედაზენი, გაზის დასახლებაში. 21 აგვისტოს 12:00-დან 20:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, 21 აგვისტოს 09:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში, დარიალზე და ლარსზე. ინფორმაციის თანახმად, 21 აგვისტოს 09:30-დამ 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში ჟებოტა,ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები.
კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები