“სტამბოლში 7,0 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრის ალბათობა 60%-ს აჭარბებს” – თურქეთში 1999 წლის 17 აგვიტოს მიწისძვრას იხსენებენ

სტამბოლის მახლობლად 7.0 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრის ალბათობა 60%-ს აჭარბებს.

ამის შესახებ თურქმა სეისმოლოგმა​, ნაჯი გორურმა განაცხადა, იტყობინება ტელეარხი TV-100.

დღეს თურქეთი 1999 წლის 17 აგვისტოს 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრას იხსენებს, რომელიც სტამბოლის რეგიონში მოხდა და რომელსაც, ოფიციალური მონაცემით, 17,2 ათასი ემსხვერპლა, 45 ათასი დაშავდა.

სეისმოლოგის თქმით, „30-წლიანი პერიოდი, რომლის დროსაც სტამბოლის რეგიონში 7.0 ან მეტი მაგნიტუდის მიწისძვრა იყო პროგნოზირებული, დასასრულს უახლოვდება. ადრეც არაერთხელ ვამბობდით, რომ 2029 წლისთვის რეგიონში 1999 წლის 17 აგვისტოს არანაკლებ სიმძლავრის მიწისძვრას ველოდებით. მისი ალბათობა, სულ მცირე 64%-ია და სტამბოლი ასეთი მიწისძვრისთვის მზად არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები