გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს, სადაც ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, პირველადი მოხმარების ნივთები იწურება და მოსახლეობა შიმშილის წინაშე დგას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში (ხანკენდი) ქრონიკული არასრულფასოვანი კვების შედეგად 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

Reuters-ი ყარაბაღის მოსახლეობას ესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი ძირითადი საკვები პროდუქტების, ბენზინისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდიან.

სომხეთი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ლიდერები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ბლოკირებას დეკემბრიდან ახდენს, რამაც საჭმლის, წამლებისა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი ბლოკადის არსებობას უარყოფს და მათ ჰუმანიტარული ტვირთის აღდამ-ხანკენდის გზის გავლით გადაზიდვას სთავაზობს. სომხები აღნიშნულ ვარიანტზე უარს ამბობენ და ლაჩინის დერეფნის გახსნას მოითხოვენ – ერთადერთი გზის, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები