დავით ქართველიშვილი – ჰავაის კუნძულებზე მომხდარ კატასტროფაზე: ვეძებ მონაცემებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოპოზიციური წევრები გამოდიან წინადადებით – შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია!

„ინტერნეტში ვეძებ რესპუბლიკელთა განცხადებებს, რომ დემოკრატების სახელისუფლებო წარმომადგენლებმა წინასწარ უწყოდნენ კატასტროფის დაწყებაზე და წინმსწრებად გაიყვანეს კურორტიდან თავისი ნათესავები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

იგი ჰავაის კუნძულებზე მომხდარ კატასტროფას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არავინ გამოსულა ადგილობრივი ოპოზიციიდან და ხელისუფლების მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები არ წამოუყენებია.

„ჯერჯერობით 53 დაღუპულია, 1700 განადგურებული სახლი, 11 ათასი ადამიანი ამ მომენტამდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 2 ათასზე მეტმა კარვებში გაათენა ღამე. ერთ-ერთი ქალაქი მთლიანად არის განადგურებული. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. საუბარი, როგორც მიმიხვდით, ამერიკის შეერთებულ შტატებზეა, ჰავაის კუნძულებზე დატრიალებულ ტრაგედიაზე.

ინტერნეტში ვეძებ რესპუბლიკელთა განცხადებებს, რომ დემოკრატების სახელისუფლებო წარმომადგენლებმა წინასწარ უწყოდნენ კატასტროფის დაწყებაზე და წინმსწრებად გაიყვანეს კურორტიდან თავისი ნათესავები. ვეძებ ინფორმაციას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაფრთხილებული იყო მოახლოებული ხანძრების თაობაზე, მაგრამ დაუდევრად იმოქმედეს და თავიდან ვერ აიცილეს უბედურება. ვეძებ ინფორმაციას, რომ ოკეანის გარემოცვაში, კუნძულებზე კურორტები არ უნდა განლაგებულიყო. და რაც მთავარია – ვეძებ მონაცემებს, რომ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოპოზიციური წევრები გამოდიან წინადადებით – შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია!

მოკლედ, აი ამ ინფორმაციას ვეძებ. ჯერჯერობით უშედეგოდ. თუ ვინმე სადმე წააწყდება, გთხოვთ მომამარაგოთ ბმულებით. წინასწარ დიდი მადლობა“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები