CNN: ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარებას სთხოვს

President Joe Biden speaks during a news conference with Finland's President Sauli Niinisto at the Presidential Palace in Helsinki, Finland, Thursday, July 13, 2023. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისა და სხვა საერთაშორისო საჭიროებისთვის, 24 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოთხოვნა მოიცავს უკრაინისათვის 13 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით დახმარებას უსაფრთხოების სფეროში და 7.3 მილიარდ დოლარს უკრაინის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის მოთხოვნა ითვალისწინებს 3,3 მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც განკუთვნილია ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები