ჯანმო: მსოფლიოში COVID-19-ის ახალი ვარიანტი “ერისი” აქტიურად ვრცელდება

COVID-19-ის ახალი ვარიანტი EG.5 (“ერისი“) მთელ მსოფლიოში აქტიურად ვრცელდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესრელიზშია ნათქვამი.

„29-ე ეპიდემიოლოგიური კვირის განმავლობაში (17-23 ივლისი), EG.5-ის გლობალური გავრცელება 17.4 პროცენტი შეადგინა. ეს შესამჩნევად ბევრად მეტია ვიდრე წინა 4 კვირის განმავლობაში იყო (19-დან 25 ივნისამდე), მაშინ “ერისის” გლობალური გავრცელება 7,6 პროცენტს შეადგენდა “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გავრცელების ზრდის მიხედვით და იმუნიტეტის დაძლევის უნარის გამო, „ერისი“, შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში ან თუნდაც მთელ მსოფლიოში დომინანტური ვარიანტი გახდეს.

ამავდროულად, ჯანმო-ს ექსპერტები EG.5-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს აფასებენ, როგორც დაბალს.

​”დღემდე დაავადების სიმძიმის ცვლილება არ დაფიქსირებულა”,- ნათქვამია პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები