ISW: პუტინსა და პრიგოჟინს შორის შეთანხმებები ჩაიშალა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ვაგნერელები“, თითქოს რუსეთში ბრუნდებიან, მოწმობს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და “ვაგნერის” დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინს შორის შეთანხმებების ჩავარდნაზე.

ამავდროულად, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ვაგნერის ჯგუფის” დაფინანსებაზე უარი თქვა, როდესაც მიხვდა, რომ რუსეთი დაქირავებულთა შენარჩუნებისთვის ფულს არ გადაიხდის, როგორც ბელარუსის ლიდერი, სავარაუდოდ, ელოდა.

ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები წერენ.

განახლებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პუტინი, სავარაუდოდ, დაინტერესებულია “ვაგნერის”, როგორც საბრძოლო ერთეულის შენარჩუნებით, მაგრამ პრიგოჟინში ის საფრთხეს ხედავს. ხოლო თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს, სრულიად განსხვავებული ამბიციები აქვს – უზრუნველყოს თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერის ჯგუფის” სრული კონტროლი და, ჭორების თანახმად, შოიგუს სურს აფრიკაში სამხედრო ოპერაციების საკუთარ თავზე აღება, რომელსაც ამჟამად, პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი დაქირავებულების გაღიზიანებას იწვევს და „შიდა უსაფრთხოების კარგად გააზრებულ ფასადს საფრთხეს უქმნის, რომლის შექმნას პუტინი, ამბოხის შემდეგ, აქტიურად ცდილობდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები