ჰავაის კუნძულ მაუიზე, სადაც ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, სულ მცირე 271 შენობაა განადგურებული.
ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე 6 დაღუპულის შესახებ.
როგორც მაუის ოლქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მასშტაბური ზიანი მიადგა ქალაქ დასავლეთ მაუის, მის ნავსადგურს და მიმდებარე ტერიტორიებს.
ოლქის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ ლაჰაინას, აპქაუნტრისა და პულეჰუს ხანძრებში მნიშვნელოვან ცვლილებებს, თუმცა ევაკუაცია არ გამოცხადებულა.
რელიზის თანახმად, მაუის, დაახლოებით 100 მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს. ამჟამად ებრძვიან ხანძრებს ლაჰაინას გარშემო, ამასთან მაუის სახანძრო დეპარტამენტმა, დამატებითი 20 მეხანძრე ჰონოლულუდან მოითხოვა და ინციდენტების მართვის გუნდი.
აშშ-ის სანაპირო დაცვისა და აშშ-ს საზღვაო ძალების სამმა ვერტმფრენმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასავლეთ მაუის სანაპირო ზოლის გასწვრივ ჩაატარა.
ხანძარი გამოწვეულია ძლიერი სიცხით და გვალვით, ხოლო ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ქარიშხალი “დორა”, რომელიც წყნარ ოკეანეში კუნძულებიდან სამხრეთით ასობით კილომეტრში მძვინვარებს.