ოლეგ მელნიკოვი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 6 ან 7 დეკემბერს დატოვებს

თბილისის საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებით, ოლეგ მელნიკოვი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 6 ან 7 დეკემბერს დატოვებს. მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, მელნიკოვმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, დანაშაული აღიარა, რითაც მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყო ხელი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი პროკურატურამ საპროცესო შუამდგომლობის გაფორმება მიწანშეწონილად ჩათვალა.
მელნიკოვს სასჯელის ზომად თავისუფლების 3,9 წლით აღკვეთა განესაზღვრა, 1,9 თვე პირობითი სასჯელი, თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის ვადით. სასჯელის ათვლა კი დაკავების მომენტიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები