მოსკოვის მახლობლად, სერგიევ პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი, 35-მდე გაიზარდა, 19 ჰოსპიტალიზირებულია, ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ინფორმაცია არ არის საბოლოო, შესაძლოა საწარმოს ნანგრევებში ადამიანები რჩებოდნენ და მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.
BBC წერს, რომ აფეთქების შედეგად ქალაქის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელ კორპუსებში მინებია ჩამსხვრეული, დაფიქსირდა სოციალური ობიექტების დაზიანება.
ცნობილი გახდა, რომ აფეთქება “პიროროსის” საწარმოში მოხდა, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქდა 1600 კვ.მ ფართობის „პიროტექნიკის საწყობი“, რომელსაც კერძო კომპანია ქირაობდა.