“მოხალისეებსაც სახელმწიფო სტრუქტურები  ეხმარება, პოლიცია გვეხმარება პროდუქტების ატანაში” – მოხალისე სტიქიის ზონიდან

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ და მეათასედ განვმარტავ მეც და ყველა მოხალისემ თქვა უკვე. მოხალისეები რაღაცას იმიტომ კი არ აკეთებენ რომ არაა, სახელმწიფოს ყველაფერი აქვს მობილიზებული, უბრალოდ გვინდა ჩვენც გავაკეთოთ, დავეხმაროთ, მორალურად ვედგეთ გვერდში”,- ამის შესახებ მოხალისე ქეთი მაცაბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოხალისეებს სახელმწიფო სტრუქტურები  ეხმარება.

“ყველაზე მთავარი მორალური მხარდაჭერააა. თქვენც ხომ ზუსტად ამ მიზეზით გინდათ თანადგომა.
მოხალისეებსაც სახელმწიფო სტრუქტურები  ეხმარება, პოლიცია გვეხმარება პროდუქტების ატანაში ჯერ ბაზამდე, მერე იქ დამზადებულებს პიკაპებში გვატვირთინებენ და თავად ავყავართ ზემოთ. მოხალისეების ერთი ნაწილი სამთო გამყოლები არიან, პროფესიონალები, შემდეგ ზურგჩანთებით ზემოთ ააქვთ ამ ხალხს პროდუქტი. პოლიცია ელოდებათ მერე ისევ უკან ჩამოჰყავთ.
იქ ყველა ერთიანია, ყველა ერთმანეთს ეხმარება”,- წერს მაცაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები