ლატვია 6 თვით ბელარუსთან საზღვრის კონტროლს აძლიერებს
ლატვიის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 11 აგვისტოდან ბელარუსთან საზღვრის კონტროლი გაძლიერდება.
ამის მიზეზია ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ზრდა.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაძლიერებული რეჟიმი, ექვსი თვის განმავლობაში, 11 აგვისტოდან – 2024 წლის 10 თებერვლამდე შენარჩუნდება ლუძაში, კრასლავაში, აუგშდაუგავას და დაუგავპილსში.
ლატვიის ხელისუფლების თქმით, ლიეტუვისა და პოლონეთის კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ცნობების მიღებას ბელარუსიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ.
ბრძანება ასევე ითვალისწინებს ლატვია-ბელარუსის საზღვარზე მესაზღვრეების მიერ შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის მხარდაჭერით გაძლიერებულ მეთვალყურეობას.