ბლინკენი: ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
„შეერთებული შტატები სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულთა გამო. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად და დაშავებულების დახმარებაზე“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, 210 პირია გამოყვანილი. ამასთან, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
The United States offers our condolences for those affected by landslides in Georgia. We stand with our friend Georgia and commend the incredible dedication of first responders who are working tirelessly to save lives and attend to the injured.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) August 8, 2023