პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე დამატებით ჯარს გაგზავნის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ბელარუსის საზღვარზე დამატებითი ძალების გაგზავნის შესახებ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის მეთაურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

როგორც ბლაშაკმა აღნიშნა, ბელარუსის საზღვარზე ვითარება კვლავ „დინამიურია“, ამიტომ მან მის დასაცავად დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება გასცა.

ამჟამად პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დაცვას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ წინა დღით პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მთავარსარდალმა ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე კიდევ ათასი ჯარისკაცის გადანაწილების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნები მზარდი მიგრაციული კრიზისით აიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები