ზელენსკი: უკრაინული სამშვიდობო ფორმულა შეიძლება სხვა ომების დასრულების საფუძველი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანი დასრულებისთვის შეიძლება გახდეს სხვა სამხედრო კონფლიქტების დასრულების საფუძველი.

ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ლათინური ამერიკის მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნდა.

„დღეს მშვიდობის ფორმულა უკრაინას ეხება, მაგრამ თუ გარკვეული საერთაშორისო ინსტიტუტები ომის დასრულების შესაძლებლობას არ იძლევიან და ჩვენი მაგალითი ბევრს მეტყველებს, მაშინ მშვიდობის ფორმულა შეიძლება გახდეს ასეთი საფუძველი.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ერთადერთი და არც უკანასკნელი სამხედრო კონფლიქტი მსოფლიოში. და მე მჯერა, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ, ასეთი ფორმულა შეიძლება გახდეს სხვა გლობალური პრობლემების გადაჭრის საფუძველი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის მიღწევის სწორი და ჯერჯერობით ერთადერთი დიპლომატიური გზა მის მიერ ინიცირებული „მშვიდობის ფორმულაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები