პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართება

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს დანიშნა.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა “ტვიტერში” დაწერა.

„მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში!

სეიმისა და სენატის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დადებითი პასუხის შესაბამისად, გადავწყვიტე არჩევნები 2023 წლის 15 ოქტომბერს დავნიშნო. პოლონეთის მომავალი თითოეული ჩვენგანის საქმეა! ისარგებლეთ თქვენი უფლებებით!” – დაწერა დუდამ.

პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების თარიღის გამოცხადების მომენტიდან, უკონტროლო წინასაარჩევნო კამპანია წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები