ინდოეთში COVID-19-ის ახალი შტამი გამოჩნდა
ინდოეთის COVID-19-ის გენომის კონსორციუმში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი გამოვლინდა, სახელწოდებით Eris-ი, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში სწრაფად ვრცელდება.
ამის შესახებ Economic Times-ი წერს.
EG.5.1 შტამი მიღებულია Omicron-ის შტამიდან და პირველად, მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდა.
გასულ თვეში ის დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს.
ბოლო დრომდე შტამი დიდ შეშფოთებას არ იწვევდა, მაგრამ მეცნიერები შეშფოთებული არიან მისი გავრცელების სისწრაფითა და შემთხვევების რაოდენობის ზრდით.
„ინდოეთში Eris-ის სპორადული შემთხვევები ვნახეთ, მაგრამ ჯერჯერობით სანერვიულო არაფერია“, – ამბობს კონსორციუმის ერთ-ერთი წევრი.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყანაში აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 1574-ს მიაღწია.
„შემთხვევების პერიოდული ზრდა იმუნიტეტის დაქვეითების და ახალი მუტაციების განვითარების პარალელურად მოხდება“, – თქვა ჯანმო-ს ვირუსების ევოლუციის მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარემ და კონსორციუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ანურაგ აგრავალმა.