“სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის 3 წევრი მოჰყვა მეწყერში – ორს ჯერ ვერ მივაკვლიეთ” – გიორგი ხორბალაძე

“სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის 3 წევრი მოჰყვა მეწყერში”,- ამის შესახებ მოქალაქე გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში წერს”.

მისივე თქმით, სამიდან ორი ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

შოვი 08.03.2023

სამწუხაროდ ჩვენი ოჯახის 3 წევრი მოყვა მეწყერში, მამიდა( მარინე ხორბალაძე) გადმოსვენებულია, მამიდაშვილს(მანანა ჯაჭვაძეს და მის პატარა ანგელოზს(გიორგი ხორბალაძეს) ჯერ ვერ მივაკვლიეთ.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის..

სამძიმრები და პანაშვიდი: ქ რუსთავი, ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9. გადასვენება 12 საათზე რუსთავიდან საგარეჯოს რაიონი სოფელი ყანდაურა… უფალმა გაგვაძლიეროს და გადაგვატანინოს ეს ტკივილი”,- წერს ხორბალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები