მოსკოვში ავიარეისებს აუქმებენ

მოსკოვში დღეს, ავიარეისებს მასშტაბურად აუქმებენ.
კერძოდ, მოსკოვის სამივე აეროპორტში ფრენები გაუქმდა, ან დაგვიანდა.
ერთ-ერთი სამსახურის ცნობით, 24-მა თვითმფრინავმა დაგეგმილი რეისი არ შეასრულა.
ვნუკოვოში ექვსი თვითმფრინავის ფრენა გაუქმდა, დომოდედოვოში ათი რეისი გადაიდო და ოთხი გაუქმდა, შერემეტიევოში კი, ოთხი რეისი გადაიდო.
ჟუკოვსკის აეროპორტში განრიგში ცვლილება არ ფიქსირდება.
რა გახდა რეისების შესრულების განრიგის შეცვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები