“ქვის ცვენა, მეწყერი, წყალდიდობა” – ნორვეგიაში ქარიშხალ “ჰანსის” შედეგებს ებრძვიან(ფოტო)

ნორვეგიის სამხრეთით ქარიშხალ “ჰანსის” შედეგებს ებრძვიან.

ამ დროისთვის შეჩერებულია რკინიგზის მიმოსვლა, გაუქმებულია ავიარეისები, გზებზე მეწყრული პროცესებია, ქვის ცვენაა, დაბლობში კი, წყალდიდობა.

ამის შესახებ NRK წერს.

ოსლოსა და საერთაშორისო აეროპორტს შორის სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეჩერებულია, მატარებლები სხვა მიმართულებითაც არ დადიან. გაუქმებულია ავიარეისების უმეტესობა.

საავტომობილო გზების რიგი მონაკვეთი მეწყერის, ქვის ცვენის და წყალდიდობის გამო ბლოკირებულია.

დატბორვის ან მეწყრული პროცესის წარმოქმნის მაღალი რისკის ზონებიდან, რამდენიმე ათეული ოჯახია ევაკუირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები