ბრიტანეთის საელჩო: ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები, თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს “ტვიტერზე” ეხმაურება.
განცხადების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა, ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები, თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს“, – ნათქვამია განცხადებაში.