უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 22 სამხედრო მებრძოლი გაათავისუფლა.
„დღეს კიდევ 22 უკრაინელი ჯარისკაცი ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. მათ შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ოფიცერი, რიგითები და უნტერ-ოფიცრები. ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში სხვადასხვა რაიონებში, გათავისუფლებულებს შორის არიან დაჭრილებიც“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, გათავისუფლებული სამხედროებიდან ყველაზე უფროსი 54 წლისაა, ყველაზე უმცროსი – 23 წლის.
„თითოეული გათავისუფლებული ჯარისკაცი გაივლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რეინტეგრაციას და სამედიცინო სპეციალისტების მხარდაჭერით საჭირო მკურნალობას“, – განაცხადა ერმაკმა.