უკრაინის ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის ცნობით, დაღუპულებს შორის არის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეც, დაშავებულებს შორის არიან პოლიციელები, მაშველები და ერთი ბავშვი.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების გაწმენდა და ხალხის რუსული ტერორისგან გადარჩენა ხდება“, – აღნიშნა კლიმენკომ.