აშშ-მა უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების პირველი პარტიის მიწოდება დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების პირველი პარტიის მიწოდება დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე კვირის ბოლოს გაიგზავნება და შემოდგომის დასაწყისში ჩავა.
პენტაგონის ოფიციალური პირის თქმით, Abrams-ის პირველი ტანკები „უკვე მზად არის“ უკრაინაში გასაგზავნად.
„ახლა ის ევროპაში უნდა მოხვდეს, ხოლო შემდეგ უკრაინაში. საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათთან მიდის. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პროცესშია“, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში Abrams-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა.