მედიის ინფორმაციით, უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას ომის დროსაც აგრძელებს

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას აგრძელებს, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების აწყობაში გამოიყენება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ინდუსტრიულ წყაროებზე და მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტიტანის კონცენტრატების ექსპორტი ომის დროსაც გრძელდება.

2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ (OGHC) ექსპორტზე 82,200 ტონა ტიტანის შემცველი მადანი გაგზავნა.

„ტიტანის ინდუსტრიის წყაროებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ამ წარმოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა რუსეთის ფედერაციამდე მიაღწია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კერძოდ, ტიტანის კონცენტრატის პარტიები მიჰყიდეს შუამავალ კომპანიებს პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან, რომელთა დამფუძნებლები არიან რუსეთის მოქალაქეები და მუშაობენ რუსეთის ფედერაციასთან.

გასული წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ ათასობით ტონა კონცენტრატი მიაწოდა უნგრულ კომპანია Sic Luceat Lux KFT-ს, რომელიც დააარსეს ყირიმის მკვიდრებმა, ალექსანდრე და სვეტლანა მურადიანებმა.

ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ამ კომპანიის ძირითადი კონტრაგენტები და მიმღებები 2021-2022 წლებში იყვნენ კომპანიები რედმეტკონცენტრატი (მოსკოვი), ნერუდნაია კომპანია, მინკო რუსი (ბელგოროდი) და სხვა რუსული კომპანიები.

„შესაბამისად, მითითებული კომპანია აშკარა რუსული შუამავალია და ამის შესახებ [უკრაინის] სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ არ შეიძლება არ იცოდეს“, – წერს RBC-Ukraine.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები