თურქეთის პორტ დერინჯესთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანია დაშავებული, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ქალაქ კოჯაელის მერმა, თაჰირ ბუიუკაკინმა Habertürk-ის ეთერში თქვა. მისი თქმით, აფეთქების შედეგად მარცვლეულის 16 ელევატორიდან 13 დაზიანდა.
პორტში აფეთქება, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი.
მედია ასევე წერს, რომ აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ქალაქ გოლჯუკშიც იგრძნობოდა