სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს დაესწრო
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს დაესწრო, რომელიც შოვში სტიქიური უბედურების შედეგად და 2008 წლის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებლად, მამა ილიამ გადაიხადა.
მათივე ცნობით, ზურაბიშვილი, ახლა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიემართება.