თურქეთში პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, დერინჯეს უმსხვილეს კომერციული პორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ სააგენტო IHA იტყობინება.

მედიის ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა.

აფეთქება ახლომდებარე ქალაქ გოლჯუკშიც იგრძნობოდა.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები, ასევე ანტიტერორისტული რაზმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები