ირაკლი ბერაია: შტაბი არის მუდმივ კომუნიკაციაში დაღუპულების და დაკარგულების ოჯახის წევრებთან
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ბერაია, რომელიც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება, აცხადებს, რომ დაკარგულების ახლობლები სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მუდმივად იღებენ.
მისივე თქმით, ისინი კარგად ხედავენ თუ რამხელა ძალისხმევაა ჩადებული შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაო პროცესებში.
„შტაბი არის მუდმივ კომუნიკაციაში დაღუპულების და დაკარგულების ოჯახის წევრებთან. ისინი მუდმივად იღებენ ინფორმაციას ძებნით სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ძალიან მძიმეა ამ ადამიანების მდგომარეობა, მაგრამ ამ სიმძიმის, ტკივილის მიუხედავად, ამ ადამიანებს თავი უჭირავთ ღირსეულად და ძალიან კარგად ხედავენ და აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რამხელა დიდი ძალისხმევაა ამ სამუშაოებში ჩადებული და ელოდებიან ამ სამუშაოების შედეგებს“, – განაცხადა ბერაიამ.