ირანში მშენებარე შენობები ჩამოინგრა, არის მსხვერპლი

ირანის დედაქალაქში შენობების ჩამონგრევას, სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

 

ამის შესახებ სააგენტო Tasnim სამაშველო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევით, უკანონო შენობების დემონტაჟის დროს მოხდა. ჩამოინგრა ხუთი მშენებარე შენობა.

 

ნანგრევებში პოლიციელები და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები მოჰყვნენ.
მაშველებმა 5 დაშავებულის ამოყვანა შეძლეს, მათგან ერთი, პოლიციის პოლკოვნიკი, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რვა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამმა კი სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო.

 

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები