ვიეტნამში წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია
ვიეტნამის ჩრდილოეთ პროვინციებში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას და მეწყერს, სულ მცირე7 ადამიანი შეეწირა. მათ შორის არიან 2021 და 2023 წელს დაბადებული ბავშვები.
ამის შესახებ ინფორმაციას Vietnam News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მეწყერის გამო ბლოკირებულია გზები, ასევე, დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.
წყალდიდობამ 31 სახლი დააზიანა, ასევე ეროვნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი.
ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფლები მონ კანგი, ხოენ ონი, მონ კიმი, ტა ხოა და ტა მუნგი, სადაც განადგურებულია 140 ჰექტარი ბრინჯის და ბოსტნეულის მინდვრები, ასევე თევზის აუზები.
ადგილობრივ ხელისუფლებას დაევალა ზომების მიღება მაღაროების, წყალსაცავებისა და კაშხლების დასაცავად, განსაკუთრებით, მცირე ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებაში.

