შვედეთის სამხრეთით და ნორვეგიაში უამინდობის გამო, მატარებლების და ბორნების გადაადგილება შეჩერებულია

შვედეთის სამხრეთით და ნორვეგიაში ქარიშხალ “ჰანსის” გამო, მატარებლების და ბორნების გადაადგილება ნაწილობრივ შეჩერებულია.

ამის შესახებ NRK და Aftonbladet წერენ.

ნორვეგიის იმ ნაწილში სადაც გაფრთხილების წითელი დონეა გამოცხადებული, სარკინიგზო ოპერატორმა SJ Norge-მა ოსლოსა და ტრონდჰეიმს შორის, ასევე ორ სხვა მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილება 7-8 აგვისტოსთვის შეაჩერა.

მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ატმოსფერული ფრონტი შვედეთის სამხრეთს მიუახლოვდა.

წვიმის შედეგად ზოგან დატბორილია გზები, ხოლო ქალაქ ევლეს გარშემო ელექტროენერგიის გარეშე, თითქმის 19 000 ადამიანია დარჩენილი.

გაუქმებულია ბალტიის ზღვის გავლით შვედეთიდან პოლონეთის მიმართულებით ბორნების გადაადგილება.

სტოკჰოლმის აეროპორტი რეისებს ჯერ იღებს, თუმცა დიდი დაგვიანებით, ზოგიერთი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

დანიასა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი ორესუნდის ხიდი ჩაკეტილი არ არის.

​შვედეთში დღეს გაფრთხილების ყვითელი დონე გამოცხადდა, მაგრამ 8 და 9 აგვისტოსთვის, ზოგიერთ რაიონში, იმოქმედებს წითელი დონე. გაფრთხილება შეეხება ვემლანდის, დასავლეთ გოტალანდის, იენჩეპინგს, ერებრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები